მსოფლიო
ჩაკ შუმერი დონალდ ტრამპს რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებს

ჩაკ შუმერი დონალდ ტრამპს რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებს

სენატორი ჩაკ შუმერი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებს და შეხვედრის ჩანაწერის გამოქვეყნებას ითხოვს. სენატორი თეთრ სახლს მოუწოდებს, ეჭვების გასაქარწყლებლად, წარმოადგინოს გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრის პროტოკოლი. მოგვიანებით ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ მას "აბსოლუტური უფლება" აქვს, გაუზიაროს რუსეთს მსგავსი სახის ინფორმაციები ჰუმანიტარული შეხედულებებიდან გამომდინარე. მისივე თქმით, ამ ქმედებით მან რუსეთს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ უფრო აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდა. სამშაბათს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერმა განაცხადა, რომ ინფორმაცია, რომელიც ტრამპმა რუსებს გაუზიარა, "სრულად შეესაბამება პრეზიდენტის ნებისმიერ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წესებს".

წყარო: geonews.ge
გუშინ კვირის თვის