საზოგადოება
„იმას არ ფიქრობთ, რომ მთვრალი, თავშიავარდნილი ახლაგაზრდა საჭესთან, პოტენციური მკვლელია?!"

„იმას არ ფიქრობთ, რომ მთვრალი, თავშიავარდნილი ახლაგაზრდა საჭესთან, პოტენციური მკვლელია?!"

21 წლის ბექა ხახუბია ემსხვერპლა ავარიას, რომელიც საპატრულო პოლიციის მიერ მისთვის გზის ტრაილერით ჩახერგვას მოჰყვა. ცოტნე გამსახურდია ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„თქვენი ყალბი შუბა დავხიე, მეგობრებო და უცხოებო! ამიტომ, სწორედ ამიტომ არ გეღირსებათ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება და აქ, ამ დალოცვილ ადგილას მოვა და დასახლდება ის ნაცია, ვინც თქვენზე შეგნებული, მოაზროვნე, შრომისმოყვარე და წესიერია!

რა სამწუხაროა, რა სამწუხაროაო, ყალბად დაზეპირებული პათოსით რომ გაიძახით, საწყალი ბიჭიო, ეს რა ქნა ამ საზიზღარმა პოლიციამ, როგორ გამოეკიდნენო! იმას არ ფიქრობთ, რომ მთვრალი, თავშიავარდნილი ახლაგაზრდა ბიჭი საჭესთან, რომელიც სასწაული სიჩქარით მიქრის, პოტენციური მკვლელია?! თქვენი და თქვენი ახლობლების დაუსჯელი მკვლელი, თქვე გონებაშეზღუდულებო, თორემ აბა, პარლამენტარის შვილს აქ ციხეში ვინ გააჩერებდა...?!

არ მიხარია, ვიზიარებ მშობლის ტკივილს, და ძალიან მიჭირს ამის დაწერა, მაგრამ ვერც ვიგლოვებ. რადგან სანამ მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებები არ გვექნება ელემენტარულზე მაინც, არაფერი გვეშველება!".

წყარო: presa.ge
გუშინ კვირის თვის