მსოფლიო
ამერიკაში ტრამპის რუსეთთან სავარაუდო კავშირის საქმეზე სპეციალური პროკურორი დანიშნეს

ამერიკაში ტრამპის რუსეთთან სავარაუდო კავშირის საქმეზე სპეციალური პროკურორი დანიშნეს

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევისა და დონალდ ტრამპის რუსეთთან სავარაუდო კომუნიკაციის საკითხზე სპეციალური პროკურორი დანიშნა,-ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.

სპეციალური პროკურორი გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი, რობერტ მიულერი გახდა. გენერალური პროკურორის მოადგილის როდ როზენსტაინის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოების საჭიროებებს შეესაბამება.

"ჩემი გადაწყვეტილება არ ადასტურებს, რომ დანაშაული უკვე გაჟღერდა, და რომ ნებისმიერი აზრი [რუსეთის არჩევნებში ჩარევის შესახებ] გამართლებულია. ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული არ არის ", - განაცხადა როზენსტაინმა.

თუმცა, მან აღნიშნა, რომ სპეციალური პროკურორის დანიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული პიროვნება დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას შეძლებს.

მისი თქმით, ახალი პროკურორი თანახმაა, რომ იურიდიული ფირმის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვოს, რათა ინტერესთა კონფლიქტი თავიდან აიცილოს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის