ხელოვნება
მიხეილ გიორგაძე: იმედია, გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვირეობის ძირითად ნუსხას დაუბრუნდება

მიხეილ გიორგაძე: იმედია, გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვირეობის ძირითად ნუსხას დაუბრუნდება

"წელს პოლონეთში მსოფლიო მემკვირეობის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართება, სადაც ჩვენ, გელათის მონასტრის ძირითად ნუსხაში დაბრუნების საკითხი გაგვაქვს", - ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"თქვენ იცით, რომ საფრთხის ქვეშ მყოფ სიაში შეტანილია გელათის მონასტერი ბაგრატთან ერთად. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ისევე, როგორც შარშან მცხეთა დავაბრუნეთ ძირითად ნუსხაში, ვფიქრობთ, რომ წელსაც მივაღწევთ ამ წარმატებას და უკვე სამივე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი იქნება ძირითად ნუსხაში - ორი დაბრუნებული და ჩაჟაში შენარჩუნებული", - განაცხადა გიორგაძემ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის