ხელოვნება
შესაძლოა ჩაჟაში,კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში,უკანონო შენობების დემონტაჟი მოხდეს

შესაძლოა ჩაჟაში,კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში,უკანონო შენობების დემონტაჟი მოხდეს

ამის შესახებ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა, სოფელ ჩაჟაში, რომელიც დასახლებული პუნქტია და მსოფლიო მემკვდირეობის ძეგლია, მის დამცავ ზონებში სპეციალური რეჟიმის შემოღება, რაც მშენებლობების მორატორიუმს გულისხმობს, გარდა საკომუნიკაციო სა და სათაო ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისა.

სოფელი ჩაჟა, იუნესკოს მიერ სამიდან ერთ-ერთი აღიარებული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია მცხეთასთან და გელათის ტაძართან და ბაგრატის მონასტერთან ერთად. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ სოფლის მიმდებარე ტერიტორიებზე დაიწყო ქაოტური და უნებართვო მშენებლობები, რაც სრულიად დაუშვებელია და საფრთხეს უქმნის იმ სტატუსს, რომელიც დღეს ჩაჟას აქვს.

გადაწყვეტილება მიღებულია 2019 წლის ბოლომდე. ეკონომიკის სამინისტროს დაევალა შეიმუშაოს გენერალური განვითარების გეგმა და დაამტკიცოს ქალაქმშენებლობითი რეგულაციები, რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება უშგულის თემის განვითარება. რაც შეეხება უკანონო შენობებს, ეს მარტივი საკითხი არ არის, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მესაკუთრეებთან ერთად ბუნებრივია ამ საკითხზე ვიმუშავებთ. გარკვეულ შემთხვევებში, სადაც სრულიად მიუღებელია, ან გადაკეთებულია, შესაძლებელია მისი დემონტაჟის საკითხი დადგეს და ბუნებრივია, ანაზღაურების საკითხიც დადგება მეპატრონეებისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, პრიორიტეტული იქნება გადაკეთება და ისეთი იერსახის მიცემა და ფორმაში მოყვანა, რომელიც შეესაბამება იმ რეგულაციებს, რომელიც დაწესდება ამ ტერიტორიაზე", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის