პოლიტიკა
დავით ნარმანია: თბილისის ავტომუზეუმი ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათია

დავით ნარმანია: თბილისის ავტომუზეუმი ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათია

9 მოტოციკლი და ეპოქალური მნიშვნელობის 38 სხვადასხვა ავტომობილი - თბილისის ავტომუზეუმი ერთადერთია ამიერკავკასიაში თავისი უნიკალური კოლექციით. ავტომუზეუმში, რომელიც 2014 წელს გაიხსნა, თითქმის სრულადაა წარმოდგენილი საბჭოთა კავშირში წარმოებული ავტომობილები. 2 წლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ, სპეციალისტების ჯგუფმა ავტომოყვარულებს კიდევ ორი რესტავრირებული ავტომობილი Gaz M1 და Gaz 4 წარმოუდგინა.

"ეს არის ძალიან საინტერესო მუზეუმი, რომლის კოლექციაც ყოველწლიურად ფართოვდება, ივსება და შესაბამისად, გახდა უკვე ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. ძალიან ბევრი ტურისტი, ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის