პოლიტიკა
ზაზა ბიბილაშვილი: წესიერი ადამიანების მობილიზების დრო მოდის აშკარად

ზაზა ბიბილაშვილი: წესიერი ადამიანების მობილიზების დრო მოდის აშკარად

“ერთ დღეში გამდიდრებული ფარცხალაძე და სამსახურებრივი მოვალების შესრულებისთვის ჯგუფურად ნაცემი მთავარი აუდიტორი.
დანაშაულის დასაფარად მობილიზებული პროკურატურა და ძალოვანი უწყებები.
ნარმანია და კორუფციაში კისრამდე ჩამპალი მერია (ნაზღაიძის 1 მილიონი და მისთანა).
მილიონერად ქცეული ბოგანო, ანუ მექრთამე სოსო გოგაშვილი (იგივე “ანტრეკოტა”), რომელიც დღემდე მეორე კაცია ივანაშვილის უშიშროებაში.
სუს-ის ანალიტიკურ დეპარტამენტში (ქოცის მჭამელი მამის შუბლის ძარღვის ფასად) დასაქმებული მესამეკურსელი, ანუ სესიაშვილის საოცარი ამბავი.
ძაღლობის მიერ მოკლული 21 წლის ბექა ხუბუა.
კალაძისა და ივანიშვილის მიერ ამერიკული კომპანიისთვის ლამის ახეული ზესტაფონის ფერო.
(კალაძის სხვა გმირობანი რა მოსატანია? – კორცხელის დანაშაულებრივი დაჯგუფების ორგანიზება, გაზპრომთან დადებული მოღალატეობრივი ხელშეკრულება, კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი და, რა თქმა უნდა, დიდი კორუფცია.
ან ივანიშვილი რა სახსენებელია? – თავისი ერთ დღეში გაცემული 17 დასკვნითა და აფეთქებული საყდრისით).
ევროსასამართლოს მოქმედი მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის ბინაში შევარდნა “ოპერატიული ინფორმაციის”(!) საფუძველზე და იქიდან პისტოლეტის ამოღება.
და ეს მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის ამბებია. რაც მანამდე იყო, ტომებს გაავსებს (რაფალიანცი, კიწმარიშვილი, თათუხაშვილი)…
რამე მოხდენილი და აკადემიური დასასრული მოუხდებოდა ამ პოსტს, მაგრამ აზრად მხოლოდ უცენზურო სიტყვები მოდის. აი, ისეთი, როგორითაც ბედუკაძის შემოქმედებით შთაგონებულმა სახალხო მთქმელმა მოგვმართა 2012 წლის სექტემბერში.
ეს მხუთავი უსამართლობა კოლექტიურ უნამუსობაზე დგას. არაკეთილსინდისიერი ადამიანების ყოველდღიურ კონფორმიზმზე. გაცნობიერებულ სიბნელეზე. საბჭოთა მენტალიტეტის რევანშზე. ომბალოსა და ღანძილზე მპოსტავებზე. წითელ ინტელიგენციაზე და შავ გაგებაზე…
ხოდა, ასეთებს კი ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, მაგრამ წესიერი ადამიანების მობილიზების დრო მოდის აშკარად.
ასე ცხოვრება არ შეიძლება. ან ჩვენ, ან – ესენი”-წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ზაზა ბიბილაშვილი

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის