მსოფლიო
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ირანის ყველა ქალაქში გახსნილია საარჩევნო უბნები. ირანის მოსახლეობა ქვეყნის ახალ პრეზიდენტს ირჩევს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ირანის ნაციონალური საამომრჩევლო კომისია ავრცელებს.

კომისიის მონაცემების მიხედვით, ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 56 მილიონ ადამიანს აქვს. მთლიანობაში გახსნილია 63 ათასი საარჩევნო უბანი.

საპრეზიდენტო არჩევნებში სულ ოთხი კანდიდატია: მოქმედი პრეზიდენტი ჰასან როუჰანი, იბრაჰიმ რაისი, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი მუსტაფა ჰაშემ-ტაბა და კანდიდატი კონსერვატიული პარტიიდან მუსტაფა აგა-მირსალიმი. იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი მათგანი ხმების 50%-ს ვერ მიიღებს, მაშინ ერთი კვირის შემდეგ, იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ, მეორე ტური შედგება.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის