მსოფლიო
ჩინეთის ლიდერი: სამხრეთ კორეასთან ურთიერთობების დარეგულირებისთვის მზად ვართ

ჩინეთის ლიდერი: სამხრეთ კორეასთან ურთიერთობების დარეგულირებისთვის მზად ვართ

ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის განცხადებით, იგი მზად არის, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის ურთიერთობა "ნორმალურ გზას" დაუბრუნდეს,-ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მედიის თანახმად, ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა ჩინეთში სამხრეთ კორეის ელჩთან, ლი ჰენ ჩანთან შეხვედრისას განაცხადა.

"ჩვენ მზად ვართ სამხრეთ კორეასთან თანამშრომლობისთვის, რათა უკვე მიღწეული შედეგების შევინარჩუნოთ, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის ურთიერთობები ნორმალურ გზას უნდა დაუბრუნდეს. ჩვენ ორ ხალხს შორის ურთიერთგაგებისა და პატივისცემის საფუძველით უნდა ვისარგებლოთ", - განაცხადა მან.

2016 წლის სექტემბერში, სი ძინპინმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტ, პაკ კინ ჰესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პეკინმა და სეულმა უნდა ითანამშრომლოს, რათა ორმხრივი ურთიერთობები "სწორი გზით განვითარდეს".

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის