ეკონომიკა
საგარეო სავაჭრო ბრუნვა  17 %-ით გაიზარდა

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 17 %-ით გაიზარდა


2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3091 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 788 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (30 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2303 მლნ. აშშ დოლარს (13 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აპრილში 1515 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 636 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 30 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2012-2017 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის