სამართალი
გიორგი ფანცულაია: დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მიმოწერა თავიდანვე

გიორგი ფანცულაია: დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მიმოწერა თავიდანვე "სავაჭროდ" ამოიღეს

ამის შესახებ გადაცემა "რეაქციაში" პირდაპირი ჩართვისას "ციანიდის საქმეში" ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცუალაიმ განაცხადა.

"დეკანოზ გიორგი მამალაძეს შესთავაზეს საპროცესო გარიგება, რომ იქნებ როგორმე დაეყოლიებინათ ამითი, რაზეც მან უარი განაცხადა. მას დაემუქრნენ პირადი ცხოვრებით, მაგრამ არც ამის შემდეგ გატყდა. საბოლოოდ დაიხურა სასამართლო პროცესი, იქ ადვოკატებმა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ გამოდის ის განაჩენი, რაც როგორც ჩანს სასამართლოს და პროკურატურას ერთობლივად აწყობთ.

მე ვთქვი, რომ სახელმწიფო ბრალდება დეკანოზ გიორგი მამალაძეს საჯაროდ ემუქრებოდა პირადი ცხოვრებით. იმის მიუხედავად, რომ დეკანოზს დასამალი არაფერი აქვს და მისი პირადი ცხოვრება მის ოჯახზე გადის და არამც და არამც სხვა ვინმეზე. მიუხედავად იმისა, რომ ის პირადი მიმოწერა რომელიც ამოღებულია საერთოდ არ არის კავშირში, იმ ჩანაწერებთან, რომელიც ირაკლი მამალაძემ განახორციელა. საერთოდ არ არის კავშირში დანაშაულის მომზადებასთან, მკვლელობის მომზადებასთან. ეს თავიდანვე სავაჭროდ არის ამოღებული.

არის სატელეფონო მიმოწერა და სოციალურ ქსელში მიმოწერა. წარმოიდგინეთ, მე რომ ჩემს მეუღლეს, ან ახლობელს მივწერო რაიმე. ეს არაფერ შუაშია არ არის დანაშაულის მომზადებასთან, ეს წმინდა პირადი ცხოვრებაა. იქ ნამდვილად არ არის რაიმე ისეთი, რომ რაიმე შემაშფოთებელი იყოს", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის