სამართალი

"მზიურის" მიმდებარე ტერიტორიაზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ

თბილისში, „მზიურის“ ტერიტორიიდან იქ მყოფების ევაკუაცია მიმდინარეობს. როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ მზიურის მიმდებარე ტერიტორიასთან, ერთ-ერთ კაფეში, შესაძლოა იყოს ასაფეთქებელი მოწყობილობა.

"სამართალდამცველებმა მოახდინეს რეაგირება, მიმდინარეობს როგორც იქ შეკრებილი ასევე მიმდებარედ მცხოვრებთა ევაკუაცია. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები",-განაცხადეს შსს-ში.

„მზიურში“ თავისუფალი ჩვენებების სივრცეში ფილმ „პრაიდის“ ჩვენება და დისკუსია იგეგმებოდა. ჩვენების ორგანიზატორებმა ფილმი ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფთან თანამშრომლობით, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეარჩიეს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის