სპორტი
ნინო ოძელაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა (ვიდეო)

ნინო ოძელაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა (ვიდეო)

19 მაისს, ბელორუსის დედაქალაქ მინკსის სპორტის სასახლეში დაწყებულ სამბისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა სამი მედალი მოიპოვა – თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.

ოქროს მედალი მოიპოვა ნინო ოძელაშვილმა (72 კგ), რომელმაც შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონობა შეინარჩუნა. წელსაც მხოლოდ ფინალი დათმო და ვერცხლს დასჯერდა პაატა ღვინიაშვილი (90), ხოლო ლევან ბერბერაშვილმა (52) ბრინჯაო დაისაკუთრა.

ნინომ გადამწყვეტ შეხევდრაში რუსი ირინა ალექსეევას სძლია, შემდეგ კი, ტრადიციულად, წარმატება ქართული ცეკვით აღნიშნა. შეგახსენებთ, რომ ნინო პირველი ქართველი ქალია ყველა საჭიდაო სახეობაში, ვინც უფროსებში ევროპის ჩემპიონი გახდა.

დღეს მინსკში მედლები ქალთა შორის 48, 60 და 72 კგ-მდე წონით კატეგორიებში, ვაჟებში კი 52, 68 და 90 კგ-მდე წონებში გათამაშდა. ტურნირზე დარჩენილ წონებში ასპარეზობა 20 და 21 მაისს გაიმართება.
წყარო: presa.ge
გუშინ კვირის თვის