საზოგადოება
ბათუმი–ახალციხის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ბათუმი–ახალციხის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ბათუმი–ახალციხის გზაზე შეზღუდვაა. როგორც ,,ნიუპოსტს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ინტენსიური წვიმების შედეგად ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 99-ე კილომეტრზე ფერდობზე განვითარდა მეწყერი, რამაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. ამჟამად, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების ინტენსიური მუშაობის შედეგად გზის გაწმენდა რამდენიმე საათში მოხერხდება.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის