სამართალი
სროლა თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოსთან - შსს-მ გამოძიება დაიწყო

სროლა თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოსთან - შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში, ინფექციური საავადმყოფოს მიმართულებით განხორციელებული სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც ,,ნიუპოსტს“ უწყებაში უთხრეს, მომხდართან დაკავშიფრებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მომხდარის დეტალეს საგამოძიებო მოქმედებების და ექსპეტიზა დააზუსტებს.

თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს, ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს სატელეფონო საუბრისას ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთმა პაციენტმა დაუდასტურა.

მისი თქმით, პალატის ფანჯარაში რამდენიმე ტყვია შევარდა, მათ შორის, ერთი საწოლსაც მოხვდა.

ფოტოები საზოგადობრივს საავადმყოფოში მყოფმა პაციენტმა მოაწოდა.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის