საზოგადოება
,,ტრამპის საქმე დამთავრებულია,,

,,ტრამპის საქმე დამთავრებულია,,

გამოცემა ,,გარდიანის,, (The Guardian) ანალიტიკოსი ლორენს დუგლასი თავის სტატიაში აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის იმპიჩმენტი უკვე მხოლოდ დროის საკითხია.
ლორენსის აზრით, ის ფაქტი, რომ აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა როდ როზენშტეინმა FBI-ს ყოფილი დირექტორი რობერტ მიულერი თავის სპეციალურ მრჩეველად დანიშნა რუსეთის მიერ აშშ-ს არჩევნებში ჩარევის საკითხებში, მხოლოდ აძლიერებს იმ მოსაზრებას, რომ ,,ტრამპის საქმე დამთავრებულია,,
,,ეს დანიშვნა ტრამპისთვის ფატალურია არა იმიტომ, რომ მიულერს ჯიუტი ადამიანის რეპუტაცია აქვს… არამედ იმიტომ, რომ პრეზიდენტის თვითდამანგრეველმა მომქედებებმა გამოძიების მასშტაბები შეცვალა და ახლა ტრამპის გუნდსა და რუსეთს შორის შესაძლო გარიგება უკვე არ დგას ყურადღების ცენტრში,, აცხადებს ავტორი.
დუგლასი ამტკიცებს, რომ ამ მომენტისთვის აშშ-ში ყურადღების ცენტრში სულ სხვა საკითხი დგას. დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კანონი, როდესაც მან FBI-ს დირექტორ კომის – ფლინის საქმის გამოძიების შეწყვეტა მოსთხოვა და შემდგომ სამსახურდან გააგდო ის.
,,ახლა გამოდის, რომ ტრამპმა ფლინის ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლად დანიშვნით, იგნორირება გაუკეთა არა მხოლოდ ობამას და მოქმედი გენერალური პროკურორის გაფრთხილებას, არამედ იმ ფაქტსაც, რომ ფლინის მიმართ ამ დროისათვის უკვე ძიება მიმდინარეობდა. მცდარი მომქმედებებით, ექსტრავაგანტულ ნარცისიზმში შერეული კოჭლი დისციპლინით და გამოხტომებით, რომელსაც იმპიჩმენტამდე მივყავართ: ჩვენ შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ მიულერის დანიშვნა იქნება დასასრულის დასაწყისი, პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი უდიერი დამოკიდებულების ამ მოკლე და სახიფათო ექსპერიმენტისა,, ასკვნის ავტორი.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის