საზოგადოება
თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს

თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს

თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს, ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს სატელეფონო საუბრისას ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთმა პაციენტმა დაუდასტურა.

მისი თქმით, პალატის ფანჯარაში რამდენიმე ტყვია შევარდა, მათ შორის, ერთი საწოლსაც მოხვდა.

„ვიწექით ჩვენთვის პაციენტები, ჯერ გარეთ გავიგონე 4 გასროლა, მერე ფანჯარაში შევარდა რამდენიმე ტყვია და საწოლსაც მოხვდა. ყველანი დავწექით იატაკზე. კრიმინალური პოლიციაც აქ არის და საპატრულოც“, – განაცხადა ერთ-ერთმა პაციენტმა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, გასროლა საავადმყოფოს წინ მდებარე კორპუსიდან განხორციელდა.ფოტოები საზოგადეობრივს საავადმყოფოში მყოფმა პაციენტმა მოაწოდა.

წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის