პოლიტიკა
ტრამპმა ლავროვთან,  FBI-ს უფროსს ფსიქოპატი და შეშლილი უწოდა

ტრამპმა ლავროვთან, FBI-ს უფროსს ფსიქოპატი და შეშლილი უწოდა

New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს, FBI-ს ექსდირექტორ ჯეიმს კომის ფსიქოპატი და შეშლილი უწოდა.
,,მე ახლახან გავანთავისუფლე დაკავებული თანამდებობიდან FBI-ს დირექტორი. ის ფსიქოპატი და შეშლილი იყო.მე წავაწყდი საკმაოდ ძლიერ ზეწოლას რუსეთის გამო, თუმცა ამას ბოლო მოეღო,, ავრცელებს ტრამპის სიტყვების შინაარსს New York Times-ი, როემლიც ლავროვთან შეხვედრის იმ სტენოგრამიდან არის მოყვანილი, რომელიც გამოცემას ხელში ჩაუვარდა.
შეგახსენებთ ცოტა ხნით ადრე The Washington Post -მა სანდო წყაროზე დაყრდნობით ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ლავროვს ,,ისლამური სახელმწიფოს,, შესახებ საიდუმლო მასალები გააცნო, რითაც დაზვერვის ანონიმური წყაროები დარტყმის ქვეშ დააყენა.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის