საზოგადოება
ირაკლი ჯინჯოლავას სკანდალური “ფეისბუქპოსტი”

ირაკლი ჯინჯოლავას სკანდალური “ფეისბუქპოსტი”

,,ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი ირაკლი ჯინჯოლავა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ასახულია, რომ სასულიერო პანსიონში სტუდენტთა საცხოვრებელი პირობები მძიმეა და როგორც ჯინჯოლავა წერს, არც აუდიტორიებია მოწესრიგებული. ჯინჯოლავა წერს, რომ სურათებში ასახულია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პანსიონში არსებული მდგომარეობა.

მაშ ასე, ვინაიდან ყველანი ვთანხმდებით, რომ 80/90-იანი წლები რთული პერიოდი იყო არამხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ სრულიად ქვეყნისთვის, შესაფასებლად ავიღოთ აკადემია-სემინარიაში არსებული ვითარების ბოლო 10 წელი. ამ ათი წლის განმავლობაში არცერთი სასწავლო სახელმძღვანელო არ შექმინა აღნიშნული დაწესებულების მიერ, არ გაუმჯობესებული პანსიონში სტუდენტთა საცხოვრებელი პირობები, არც თავად სალექციო ოთახებში (აქ აიდიტორია ხმამაღალი ნათქვამი იქნება) შეცვლილა უკეთესობისკენ (პირიქით, ის ძველი სასკოლო მერხები და სკამები უფრო განადგურდა), „სამეცნიერო კონფერენციები“ ტარდება დერეფანში და ა.შ. უმძიმესი მდგომარეობაა სველი წერტილების (ტვალეტების) მხრივ…
აკადემიასა და სემინარიაში თანამშრომლების რაოდენობა, კვალიპიკაციის მიხედვით, საერთოდ შეუსაბამოა საღვთისმეტყველო სასწავლებლისათვის. აქ მუშაობს თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხსია მქონე სულ რამდენიმე (მგონი, მხოლოდ 4/5) თანამშრომელი. (რასაკვირველია, არ ვთვლი მათ, რომელთაც ეჩუქათ თეოლოგიის დოქტორობა – აქ საუბარია არაა მათ დამსახურება-არდამსახურებაზე, მათ ეს ხარისხი აკადემიურ სივრცეში არ მიუღიათ, ისინი შეიძლება იწოდებოდნენ საპატიო დოქორებად (Dr. h. c.).) კვლავ გადაულახავ პრობლემად დარჩა არასაღმრთისმეტყველო საგნების სიჭარბე საღმრთისმეტყველო საგნების ხარჯზე.


რა შეიცვალა 10 წელიწადში? სწავლება გადავიდა საკრედიტო სისტემაზე და მიიღო ავტორიზაცია. ასევე, 4/5 ჟურნალის შიდა გამოცემა და რამდენიმე წიგნი. და, სულ ეგაა? რა შეცვალა ამან? არსობრივად აბსოლუტურად არაფერი!
ხშირად ახსენებენ, რომ მათი (აკადემია-სემინარიის ხელმძღვანელობის თუ თავად ამ დაწესებულების) მიზანი სამღვდელო კადრების მომზადებაა. კი ბატონო, თუ გაუნათლებელი სამღვდელოება გინდათ, გასაგებია, მაგრამ თეოლოგიის აკადემიურ ხარისხებს ასე რომ არიგებთ და თან „გაპრავებულად“, ეს არის სწორედ უსამართლობა და დანაშაული!
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები მხოლოდ ერთი მცირედი ნაწილია იმ პრობლემათა მთელი ნაკადისა, რომელიც უკვე მრავალი წელია აკადემიასა და სემინარიაში არსებობს. ყველა საკითხსა ღრმად გავრცობა შემეძლო, თუმცა ეს ფორმატი არაა ამისთვის საკმარისი.
უსიყვარულო დამოკიდებულებასაც ვერავინ დამწამებს, პირიქით, ეს სიტყვები ოდენ სიყვარულით ნაკარნახევი გამბედაობით (παρρησία/კადნიერებაჲ – თვით ამ სიტყვას ხომ ღმრმა თეოლოგიური გააზრება აქვს) არის დაწერილი, და ვინ, თუ არა სწორედ მათ, იმედი მაქვს, გულის სიღრმეში მაინც იციან და ესმით, რომ ეს სიმართლეა.
შენ, ამას რომ კითხულობ, რომ მეთანხმები და მაინც ორჭოფობ გაბედო თქვა სიმართლე იმ დროს, როცა ეს აუცილებელია — ან განუდგე უნდა ამ უსამართლობებს, ან თანამზრახველობ მასში. და დაზარალეაბული/მსხვერპლი ვინ არის? ახალი თაობები, ახალგაზრდები, მათი ცნობიერება მახინჯდება.
სიმბოლურია, რომ დღეს დამოუკიდებლობის დღეა.
ერო, იღვიძე.
P.S. სურათებში ასახულია თბილისის სასულიერო აკადემიაისა და სემინარიის პენსიონში არსებული მდგომარეობა. ვინ დამაჯერებს, რომ „ელიტარული სამღვდელოების“ წარმომადგენლებს ამის გასარემონტებელი ფული არ აქვთ?!

წყარო

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის