მსოფლიო
„ობამას დროს ამერიკის ლიდერობა უფრო ძლიერად იყო წარმოჩენილი“- მაკკეინი ტრამპს აკრიტიკებს

„ობამას დროს ამერიკის ლიდერობა უფრო ძლიერად იყო წარმოჩენილი“- მაკკეინი ტრამპს აკრიტიკებს

არიზონას შტატის სენატორი და სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელის ჯონ მაკკეინის თქმით ამერიკის მმართველობა ბარაკ ობამას დროს უკეთესი იყო და ამერიკის როგორც ლიდერი ქვეყნის როლი გაცილებით ძლიერად იყო წარმოჩენილი ვიდრე მისი მემკვიდრის ტრამპის დროს. ამის შესახებ მაკკეინმა, რომელიც ბარაკ ობამას კრიტიკით გამოირჩეოდა, Guardian-თან ინტერვიუში ისაუბრა.

რესპუბლიკელების ლიდერმა დონალდ ტრამპი ლონდონის მერის მისამართით გამოთქმული მოსაზრებების გამოც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ტრამპის მსგავსი გზავნილები ნიშნავს იმას რომ ამერიკა თავს მსოფლიოს ლიდერ ქვეყანად ვეღარ აღიქვამს.

„რას ნიშნავდა ეს გზავნილი? ეს გზავნილი ნიშნავს, რომ ამერიკას აღარ სურს ლიდერობა, ისინი არ არიან დარწმუნებულები ამერიკის ლიდერობაში, თითქოს აშშ კი არა, ციმბირი ან ანტარქტიდა იყოს.“- განაცხადა მაკკეინმა.

შეგახსენებთ ლონდონის ტერაქტის შემდეგ დედაქალის მერმა სადიქ ხანმა გაანცხადა, რომ განგაშის მიზეზი ლონდონელებს არ აქვთ. საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა, რომ ლონდინის მერი იმის ნაცვლად, რომ რაიმე სწრაფად მოეფიქრებინა, თავს პათეტიკურად იმართლებს:

„ეს იყო ლონდონის მერის პათეტიკური თავისმართლება, რომელსაც უფრო სხარტად მართებდა რამის მოფიქრება, ვიდრე თქმა, რომ განგაშის მიზეზი არ არსებობს“ - დაწერა ტრამპმა. ტრამპის განცხადებას დიდ ბრიტანეთში უკმაყოფილება მოჰყვა.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის