სპორტი
მოურინიო მორატას:

მოურინიო მორატას: "ჩვენთან მოდი, მანჩესტერში მნიშვნელოვანი იქნები"

2010 წელს, სწორედ მოურინიო იყო ის მწვრთნელი, რომელმაც ალვარო მორატა "რეალის" მეორე გუნდიდან პირველ გუნდში გადაიყვანა. პორტუგალიელს 16 წლის ესპანელის თამაში მოსწონდა და მას ადრეულ ასაკში მისცა შანსი. MARCA მორატას "მანჩესტერში" შესაძლო ტრანსფერზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს. ცნობილია, რომ ჟოზე მოურინიო 24 წლის შემტევს თავად ესაუბრა. როგორც იცით, ესპანელი "რეალში" ძირითადად სათადარიგო სკამზე იჯდა და მხოლოდ უმნიშვნელო მატჩებში, ან მაშინ თამაშობდა, როდესაც სხვა ფეხბურთელი ტრავმირებული იყო. სწორედ ის მობეზრდა მორატას, რომ მეორე ხარისხოვანი ფეხბურთელი იყო და ამიტომ სურს სხვა გუნდში წასვლა. MARCA წერს, რომ მოურინიომ ფეხბურთელს შემდეგი სიტყვები უთხრა: "ჩვენთან მოდი, მანჩესტერში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნები." თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი. Email * სახელი და გვარი მობილური * გამოწერა
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის