სპორტი

"მზად ვართ პერესს რონალდუს და დონარუმას გაცვლაზე დაველაპარაკოთ" - მილანის დირექტორი

"მილანის" სპორტულმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელიმ დონარუმასა და რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. იწერება, რომ კრიშტიანუს "სამეფო კლუბიდან" წასვლა სურს, ამავდროულად კი დონარუმა "მილანთან" კონტრაქტს არ ახანგრძლივებს. იტალიური გუნდის სპორტული დირექტორი გაცვლაზე საუბრობს: "თუ რონალდუს "რეალის" დატოვება სურს და ამავდროულად მადრიდელებს დონარუმას ყიდვა უნდათ, ჩვენ მზად ვართ ფლორენტინო პერესს ამ თემაზე ვესაუბროთ. რა თქმა უნდა, 400 მილიონიან შეთავაზებაზე არ იქნება საუბარი, რა ინფორმაციაც ესპანურმა პრესამ გაავრცელა", - ამბობს "მილანის" სპორტული დირექტორი. ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ "მილანი" კრიშტიანუში 400 მილიონს გადაიხდის, რაც სპორტულმა დირექტორმა უარყო. თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი. Email * სახელი და გვარი მობილური * გამოწერა
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის