პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე:

ზურაბ ჯაფარიძე: "ვსიო" ქართული მიწა უცხოელზე აღარ გაიყიდება, ეს სულელური ნაბიჯია

ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის თაობაზე მორატორიუმის გამოცხადებასა და კონსტიტუციაში ამ საკითხზე ჩანაწერის გაკეთებას, ხელისუფლების მხრიდან სულელურ ნაბიჯად აფასებს, თუმცა განმარტავს, რომ ეს ქართველი ხალხის დაკვეთა იყო.

"ხელისუფლებამ დამორჩილდა წნეხს, იმ ჯგუფებიდან რომლებიც აქტიურად ლობირებდნენ ამ საკითხს, მეორეს მხირივ, შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი კვლევა, სადაც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი წინააღმდეგია და არ აქვთ გაცნობიერებული, რომ საკუთარ თავს და საკუთარ შვილების მომავალს უსვამს ცელს. არ ესმით რაზეა საუბარი, აქვთ ემოციური კვაზი პატრიოტული დამოკიდებულება, როგორ შეიძლება იყოს უცხოელის ხელში... იმის გამო, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ფიქრობდა ასე, ხელისუფლებამ მიიღი პოპულისტური გადაწყვეტილება, ვითომ მკერდზე მჯიღის რტყმით, გამოვიდნენ და გამოაცხადეს, "ვსიო" ქართული მიწა უცხოელზე აღარ გაიყიდება.

სულელური ნაბიჯი გადადგეს, მაგრამ გადადგეს იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ნება, ასე ვთქვათ, და ეს ცნება არის არასწორი და მცდარი,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში".

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის