საზოგადოება
თენგიზ სულაქველიძე: „რამ გამოიწვია „დინამოს“ კრიზისი?“

თენგიზ სულაქველიძე: „რამ გამოიწვია „დინამოს“ კრიზისი?“

დღევანდელ საკვირაო სპორტულ-საფეხბურთო მოგონებებში ცნობილ ქართველ ფეხბურთელ თენგიზ სულაქველიძეს წარმოგიდგენთ. ბატონ თენგიზს სტაჟიანი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ ესაჭიროება.თენგიზ სულაქველიძე ერთ-ერთი ის ქართველი ფეხბურთელია რომელსაც თავის დროზე ლეგენდარულ „მარაკანაზე“ და „უემბლიზე“ თამაშის პატივი ერგო. საფეხბურთო მოედანზე ბურთი ისეთ ვარსკვლავებთან გაუგორებია როგორებიც დიეგო მარადონა, სოკრატესი, ზიკო ან კიგანი იყვნენ.1981 წელს თბილისის „დინამომ“ ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო. რასაკვირველია იმ წარმატებაში დიდი წვლილი თენგიზ სულაქველიძემაც შეიტანა.„ფეხბურთამდე ნიჩბოსნობა იყო. ქუთაისში, ჩემს უბანში, ჭომაში ნიჩბოსანთა სექცია იყო გახსნილი და 4 წელი იქ ვვარჯიშობდი. ფეხბურთზე მე-7 კლასში შევედი.როცა ვფიქრობ, ვისთან ვვარჯიშობდი, ვხვდები, რომ მწვრთნელებში ძალიან გამიმართლა. ფეხბურთის თამაში ქუთაისში მიხეილ ლოსაბერიძესთან დავიწყე. მერე კარლო ხურციძე იყო, 1974 წელს კი გიგა ნორაკიძემ ქუთაისის „ტორპედოში" მიმიწვია. დიდებული ადამიანები იყვნენ, ღმერთმა გაანათლოს მათი სული! მათგან კარგად თამაშის გარდა ადამიანობაც ვისწავლე - თავმდაბალი, ჯიგარი ხალხი იყო! მერე, თბილისში ნოდარ ახალკაცის ხელში ვთამაშობდი. ნოდარზე ახალი აბა რა უნდა ვთქვა? თავის საქმის პროფესორი გახლდათ! ამიტომაც ვამბობ, მწვრთნელებში გამიმართლა-მეთქი!ის „ტორპედო", სადაც კარიერას ვიწყებდი, ძალიან კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდი... ვრცლად
წყარო: for.ge
გუშინ კვირის თვის