პოლიტიკა
რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე "ქართულ ოცნებაზე": მაჩანჩალა ხალხია, არ შეუძლიათ წინამძღოლები იყვნენ

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა"-ს თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვას მმართველი გუნდის "წინასაარჩევნო დემაგოგია" უწოდა.

"სწორედ ამათი შავრაზმული იდების შედეგია რაც ხდება, ეს არის მაჩანჩალა ხალხი. ნაცვლად იმისა, რომ იყვნენ ლიდერები და ჩაუდგნენე თავში ქვეყნის განვითარებას, მიიღონ, მათ შორის არაპოპულარული გადაწყვეტილებები, ისეთი რაც ჩვენ გავაკეთეთ ვარდები რევოლუციის შემდეგ, რამაც ფაქტობრივად შექმნა, წუმპეში ჩავარდნილი ქვეყნიდან ევროპული ყაიდის ქვეყანა, რომელსაც ახლა ვხედავთ ამათ არ შეუძლიათ იყვნენ წინამძღოლები, არ აქვთ ხედვა, ესენი არიან აბსოლუტურად ჩამორჩენილი იდეის მატარებელნი, რომლებიც ამ საპარლამემტო ტრიბუნიდან გონებას უმღვრევენ ხალხს,"- განაცხადა გოცირიძემ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის