პოლიტიკა
უსუფაშვილი: პოლიტიკურ პროექტს სჭირდება ფული და პოლიტიკას აფუჭებს ფული

უსუფაშვილი: პოლიტიკურ პროექტს სჭირდება ფული და პოლიტიკას აფუჭებს ფული

"ჩუმად გაგიმხელთ, ნათელაშვილის პროექტი ვართ ჩვენ", - ასე უპასუხა გადაცემა "რეაქციაში" პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსფაშვილმა ხუმრობით კითხვას, თუ ვინ აფინანსებდა მის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას.

"პოლიტიკურ პროექტს სჭირდება ფული და პოლიტიკას აფუჭებს ფული. ჩვენ გვაქვს ორი უკიდურესობა ფული საჭიროა და ფულითაა გაფუჭებული ამ ქვეყანაში სწორედ პოლიტიკა. არა მხოლოდ საარჩევნო ფულით, არამედ იმ ფულითაც, რომელსაც ხელისუფლებაში მოსული ადამიანები ატრიალებენ ხოლმე. არა მარტო საბიუჯეტო ფულს, იქ კიდე ბიზნესებში და ასე შემდეგ. ამიტომ საქმეს ჭირდება ფული, მაგრამ საქმეს სჭირდება ჯანმრთელი და სუფთა ფული", - განაცხადა უსუფაშვილმა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის