პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა შეთავაზებაზე

ირაკლი კობახიძე: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა შეთავაზებაზე

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ალტერნატიულ დიალოგის ფორმატის შეთავაზებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირკალი კობახიძე განცხადებას ავრცელებს.

"სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა შეთავაზებაზე, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია ეთერში საზოგადოების წინაშე ერთად ემსჯელათ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი არ არის მოწოდებული, ხელი შეუწყოს კონსესუსის ჩამოყალიბებას და თავს არიდებს ისეთ ფორმატს, რომელიც საზოგადოებას სრულფასოვან წარმოდგენას შეუქმნიდა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ.

პრეზიდენტს, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მოწინაადეგე იყო თვეების განმავლობაში, არ უნდა უჭირდეს საკუთარი პოზიციების დაცვა ღია ეთერში საზოგადოების წინაშე.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ გიორგი მარგველაშვილს, მისცეს საზოგადოებას საშუალება, პრეზიდენტისა და პარლამენტის პირველი პირისგან მოისმინოს არგუმენტები საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ", - ნათქვამის ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

ცნობისთის, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრის ალტერნატიულ ფორმატს სთავაზობს, რომელსაც პრემიერი, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები უნდა დაესწრონ. შეხვედრა კი პრეზიდენტის სასახლეში უნდა შედგეს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის