პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი:

გიორგი ვოლსკი: "მე სიამოვნებით დავუჭერდი მხარს მონარქიულ მმართველობას"

ასეთი შეფასება მისცა "აიპრესთან" პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მიერ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში გაკეთებულ განცხადებას.

გიორგი ვოლსკის თქმით, კონსტიტუციური მონარქიული მმართველობის წარამატებული მაგალითებია დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში.

„იცით, ეს პერიოდი საჭიროა იმისთვის, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს აზრი. პატრიარქის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებით და ბევრ საკითხებში ვითვალისწინებთ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სულისკვეთება, ეს არ არის მხოლოდ ფსიქოლოგიური განწყობა ამ საკითხის მიმართ. ეს არ არის პატივისცემა მხოლოდ ჩვენი ისტორიის მიმართ. ჩვენი ისტორიის საუკეთესო პერიოდის მიმართ, ეს არის ძალიან საინტერესო, პრაგმატული იდეა პრაქტიკული თვალსაზრისით და საკმაოდ კარგი, წარმატებული ქვეყნის მაგალითები გვაქვს დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

შეგახსენებთ, პატრიარქის აზრით კონსტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში მშვიდობა შეაქვს. საქართველოში ამაზე საუბარი ადრეა, თუმცა წარსულის გამოცდილებიდან ეს მმართველობა უნდა გავაანალიზოთ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის