პოლიტიკა
ჯეჯელავა: შესაძლოა, სწავლა მათ დავუფინანსოთ, ვინც შემდეგ საკუთარ სოფელში 2 წელი იმუშავებს

ჯეჯელავა: შესაძლოა, სწავლა მათ დავუფინანსოთ, ვინც შემდეგ საკუთარ სოფელში 2 წელი იმუშავებს

სოფლის სკოლებში პედაგოგების მცირე რაოდენობაზე ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ "იმედის კვირაში" და განაცხადა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მას ინიციატივა აქვს, რომლის მიხედვითაც სწავლა დაუფინანსდებათ იმ კარგ სტუდენტებს, რომლებიც სწავლის დასრულების შემდგომ 2 წელი იმუშავებენ თავიანთი სოფლის სკოლაში.

"ჩვენი მდგომარეობის გამო ბევრია ადამიანია, რომელიც ამბობს, რომ ვერ ვიხდი სწავლის ღირებულებას, თუ კარგი სწავლის შედეგები აქვს, მაჩანჩალა არ გვჭირდება რა თქმა უნდა, გვინდა მაგარი სტუდენტი, მივალთ და ვეტყვით, რომ დაგიფინანსებთ სწავლას, ოღონდ ჩვენ უნდა დაგვეთანხმო, რომ შენ რომელი კუთხიდანაც ხარ წარმოშობით, ამ შემთხვევაში ასარჩევად ექნება, 2 წელი იმუშავებს სოფელში", - განაცხადა ჯეჯელავამ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის