პოლიტიკა
სააკაშვილი: სოსო ოსორაულის განსაცდელზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება

სააკაშვილი: სოსო ოსორაულის განსაცდელზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გევრდზე კონგოში ქართველი მფრინავის დატყვევების ამბავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი დაღუპვის ამბავი დადასტურდება, ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ივანიშვილს დაეკისრება.

"როდესაც სომალელმა მეკობრეებმა ჩვენი თხუთმეტი მეზღვაური დააკავეს, თბილისში შევქმენი შტაბი და სომალში ვაფრინე ჯგუფი გიორგი კარბელაშვილის ხელმძღვანელობით. გიორგიმ, თავის მხრივ, იქირავა სპეციალური დანიშნულების რაზმი ბულგარეთიდან და ადგილობრივი ძალოვნები და რამდენიმე კვირიანი მცდელობის შედეგად, ყველა ჩვენი მოქალაქე უვნებელი გამოვიხსენით, ასევე მათთან ერთად გავათავისუფლეთ რამდენიმე თურქი მძევალი.

გათავისუფლებულებს სტამბულის აეროპორტში წითელ ხალიჩაზე ერდოღანთან ერთად დავხვდი და მთელი თურქეთი მადლობას გვიხდიდა. ის, რაც ვერ შეძლეს მათ, გავაკეთეთ ჩვენ. თუ მართალია ჩვენი მფრინავის კონგოში დაღუპვის ამბავი, პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ივანიშვილს, რომელმაც ჯერ თითქმის ნულამდე შეამცირა საქართველოს საჰაერო ძალები და სიმწრით მომზადებულ მფრინავებს აიძულა ლუკმა პურის საშოვნად უცხოეთში წასვლა და შემდეგ განსაცდელში მიატოვა სოსო ოსორაული", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის