პოლიტიკა
ნინო გოგუაძე: ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვენეციის კომისია კრიტიკას ვერ უძლებს!

ნინო გოგუაძე: ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვენეციის კომისია კრიტიკას ვერ უძლებს!

„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ეს მოდელი, როდესაც არის ე.წ. ბონუსის სისტემა და დაწესებულია 5%-იანი ბარიერი, ეს ბუკიკიოს განცხადების პირდაპირ საწინააღმდეგოა, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ბუკიკიომ განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ბევრი სტანდარტით ევროპულს უახლოვდება, ეს ვენეციის კომისიის ხელმძღვანელის მხრიდან გაკეთებული დიპლომატიური შეფასება იყო.

„რამდენიმე დღის წინ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ პარლამენტში უნდა იყოს პლურალიზმის შესაძლებლობა და კონსენსუსი არის მნიშვნელოვანი. „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ეს მოდელი, როდესაც არის ე.წ. ბონუსის სისტემა და დაწესებულია 5%-იანი ბარიერი, ეს ბუკიკიოს განცხადების პირდაპირ საწინააღმდეგოა. ეს მოდელი არანაირ პლურალიზმის შესაძლებლობას არ ტოვებს“, - აღნიშნა გოგუაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ბუკიკიოს განცხადებით საქართველოს კონსტიტუცია ბევრი სტანდარტით ევროპულს უახლოვდება, მაგრამ ამასთანავე არის საკითხები, რომელზეც ვენეციის კომისიის პოზიცია განსხვავებულია. ამ საკითხზე გოგუაძე აცხადებს, რომ ეს დიპლომატიური განცხადება იყო.

„რა თქმა უნდა ეს არის დიპლომატიური განცხადება. არის იქ თავები და მუხლები, რომელიც ალბათ პროგრესულია, მაგრამ მთლიანობაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ეს არის პრეზიდენტის არჩევის წესი და საარჩევნო სისტემა, რაც უარყოფითად არის შეფასებული. ასევე ვენეციის კომისიის დასკვნაში სასამართლოს მიმართ ძალიან კრიტიკული შეფასება იყო გაკეთებული, რომლის გათვალისწინებასაც სულ არ აპირებს ეს ხელისუფლება. დასკვნაში ასევე ეწერა, რომ აუცილებელია იყოს დაბალანსებისა და გაწონასწორების პრინციპი, რომელიც ასევე არ არის ამ კონსტიტუციაში. ანუ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ეს კონსტიტუცია კრიტიკას ვერ უძლებს“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის