პოლიტიკა
ეკა ბესელია კონსტიტუციური მონარქიაზე: საინტერესო და საყურადღებო იდეაა

ეკა ბესელია კონსტიტუციური მონარქიაზე: საინტერესო და საყურადღებო იდეაა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან ერთად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ასევე კონსტიტუციურ მონარქიის საკითხზე იყო საუბარი.

„ეს საინტერესო და საყურადღებო იდეაა, მაგრამ ის პროცესი, რომელიც ახლა კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, უკვე დაწყებულია, ამ იდეის ასახვა არ უკავშირდება ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს, ეს არის მომავლის იდეა“, - განმარტავს ეკა ბესელია.

დეპუტატის თქმით, კონსტიტუციურ მონარქიის საკითხზე საჭიროა დისკუსია და მოქალაქეების ფართო კონსესუსი.

„მოსახლეობის გამოკითხვის არც ერთი ფორმა არ უნდა გამოვრიცხოთ. თუ კი ვსაუბრობთ მომავალში რაიმე შესაძლო ცვლილებაზე, კონსტიტუციური მოდელის მოწყობის, ნებისმიერ შემთხვევაში ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილებას ყოველთვის ხალხი იღებს.

კარგად უნდა გაცნობიერდეს ეს იდეა, რას ნიშნავს, რა იგულისხმება, ძალიან ბევრისთვის უცხოა, ბევრი მომხრე ეყოლება, ბევრი მოწინააღმდეგე. ასე, რომ ეს იდეა ძალიან საყურადღებოა. ეს იდეა პატრიარქისგან პირველად არ მესმის, ადრეც არაერთხელ მომისმენია“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის