საზოგადოება
„სოფლის მეურნეობის 1%-ით განვითარება სხვა დარგების 3-4%-ით განვითარებას იწვევს“

„სოფლის მეურნეობის 1%-ით განვითარება სხვა დარგების 3-4%-ით განვითარებას იწვევს“

საქართველოში ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად იქცა სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის, სტატუსის აღდგენა. ბოლო წლების მახინჯი ტრადიციიდან გამომდინარე, სოფელს აღარ შეუძლია იმ სიკეთით სარგებლობა, რაც მას საუკუნეების განმავლობაში ეკუთვნოდა. როგორ წავახალისოთ სოფლად მოსახლეობის დამკვიდრება და როგორ ვაქციოთ ქართული სოფელი სამართალსუბიექტად, ამის შესახებ For.ge ქართველ ექსპერტებს ესაუბრა.„მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე რუსუდან სიმონიძე მიიჩნევს, რომ არ შეიძლება, მთელი ქვეყანა იქცეს ერთ დიდ ქალაქად, მაგრამ არც ის შეიძლება, მთელი სოფლის მეურნეობა საბჭოთა მენტალობაზე იყოს დაფუძნებული. ამიტომ თანამედროვე მეთოდებით უნდა ხდებოდეს სოფლების განვითარება და ბიოლოგიურ-ეკოლოგიური მეურნეობების წარმოება.მისივე განმარტებით, ზოგადად, მსოფლიოში 5 ჰექტარი მიწა მცირედ ითვლება და საუბარი არც არის 0,5 და 0,6 ჰექტარზე, რაც საქართველოშია. უცხოეთში ყველამ იცის, რომ მცირე ნაკვეთით ადამიანი ვერ იცოცხლებს. ამდენად, მთლიანად უნდა შეიცვალოს მიდგომა სოფლის მეურნეობის მიმართ.„ჩვენთან დიდი ინდუსტრიები ვერ შეიქმნება, ჩვენ არ ვართ ასეთი მასშტაბის ეკონომიკური განვითარების ქვეყანა. ამიტომ ჩვენი ქვეყნის შესაბამისად უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა და არა ისე, რომ ყველგან ჰიდროელექტროსადგურები შენდებოდეს, კლიმატი იცვლებოდეს და ხალხი სოფლიდან გარბოდეს. ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, მცირე მიწით... ვრცლად
წყარო: for.ge
გუშინ კვირის თვის