საზოგადოება
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის აქცია-პერფორმანსი გაიმართა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის აქცია-პერფორმანსი გაიმართა

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ „ზებრა“-გადასასვლელთან სიმბოლური აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

აღნიშნულ „ზებრა“–გადასასვლელთან, სადაც სატრანსპორტო მოძრაობა შუქნიშნის მეშვეობით არ რეგულირდება, დაიდგა ფორტეპიანო, რომელზეც განთავსებული იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სტიკერები და წარწერები: „ისარგებლე „ზებრა“-გადასასვლელით“ და „გზა დაუთმე ქვეითს“. აქციის იდეის თანახმად, ფორტეპიანო და მისი კლავიატურა სიმბოლურად „ზებრა“- გადასასვლელს ასახავდა.

აქციის განმავლობაში ნებისმიერ გამვლელს შეეძლო ფორტეპიანოზე დაკვრა და ამ ფორმით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში ჩართვა. აქციას სხვადასხვა სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და გამვლელები შემოუერთდნენ. მათ განსხვავებული ჟანრის ნაწარმოებები შეასრულეს.

აქცია-პერფორმანსის მიზანი იყო საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება და კიდევ ერთხელ მოწოდება, რომ ქვეითებმა ისარგებლონ „ზებრა“-გადასასვლელით, ხოლო მძღოლებმა - გზა დაუთმონ ქვეითებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიან სოციალურ კამპანიას – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, 2015 წლიდან აქტიურად ახორციელებს

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის