პოლიტიკა
ხოშტარია: ჩემი ბრძოლა მერობისთვის ქალებისთვის მაგალითი მინდა იყოს

ხოშტარია: ჩემი ბრძოლა მერობისთვის ქალებისთვის მაგალითი მინდა იყოს

"ევროპული საქართველოს" ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს პარტიის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ყრილობაზე შეკრებულებს მიმართა და უთხრა, რომ მისი ბრძოლა თბილისის მერობისთვის უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ არ არსებობს კარი, რომელსაც ქალები ვერ შეაღებენ.

"ჩვენ ქვეყანას არ ჰქონია შანსი, რომ მაღალ არჩევით თანამდებობაზე აგვერჩია ქალი. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი ბრძოლა მერობისთვის მინდა იყოს იმის მაგალითი, რომ არ არსებობს კარი, რომელსაც ჩვენ ვერ შევაღებთ, არ არსებობს სირთულე, რომელსაც ჩვენ ვერ გადავლახავთ, არ არსებობს საქმე, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით და არ არსებობს მწვერვალი, რომელსაც ჩვენ ვერ დავიპყრობთ", - განაცხადა ხოშტარიამ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის