სხვადასხვა
9 ლეგენდარული ფილმი, რომელსაც 2018 წელს ვიხილავთ

9 ლეგენდარული ფილმი, რომელსაც 2018 წელს ვიხილავთ

2018 წელი სხვადასხვა ისტორიების ახალი ეპიზოდების კინოეკრანიზაციით დატვირთული იქნება. გთავაზობთ 9 ფილმის ჩამონათვალს, რომლებსაც მომავალ წელს ვიხილავთ:

Bad boys for life

ალბათ ყველას კარგად გვახსოვს კომედიური ჟანრის თრილერი უილ სმიტისა და მარტინ ლოურენსის მონაწილეობით - „ცუდი ბიჭები“, ფილმის პირველი ნაწილი კინოეკრანებზე 1995 წელს გამოვიდა, მეორე ნაწილი კი 2003 წელს. დუეტს მომავალ წელს ფილმის მესამე ნაწილში კვლავ ვიხილავთ. მსოფლიო პრემიერა 2018 წლის 9 ნოემბერს იგეგმება.

Avengers infinity war

Marvel-ის კომიქსებზე შექმნილი ფილმების მოყვარულებს კი მომავალი წელი განსაკუთრებულ სიახლეებს ჰპირდება, განსაკუთრებული მოლოდინი არსებობს შურისმაძიებლების ახალი ეპიზოდის მიმართ, Avengers infinity war, რომლის პირველი ნაწილის მსოფლიო პრემიერაც 2018 წლის 4 მაისს არის დაგეგმილი. რეჟისორები ენტონი და ჯო რუსო მრავალ სიახლეებს გვპირდებიან, შურისმაძიებლებს შეუერთდებიან ადამიანი ობობა და შავი პანტერაც, რომელებიც შურისმაძიებლების მეორე ნაწილში გამოჩნდნე, რაც შეეხება ახალ ადამიან ობოაბს ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის 7 ივლისს შედგა და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ახალ ეპიზოდში გამოჩნდებიან შემდეგი გმირები: რკინის კაცი, კაპიტანი ამერიკა, თორი, ჰალკი, დოქტორი სტრეინჯი, კაპიტანი მარველი, ჰოკი, შავი ქვრივი, ადამიანი ობობა, ანთ-მენი, ვიჟენი, გრძნეული სკარლეტი, შავი პანტერა, ფალკონი, ზამთრის ჯარისკაცი, ომის მანქანა, სთარ-ლორდი, გამორა, დრაქსი, გრუთი, მარია ჰილი, ლოკი, ნიკ ფური, თანოსი. შურისმაძიებლების ტაყვანისმცემლების განცხადებით, მარველის კომიქსებში კაპიტანი ამერიკა, რკინის კაცი და თორი კვდებიან, ისინი ფიქრობენ, რომ ფილმში შესაძლოა კომიქსების დასასრული სრული სიმძაფრით იყოს ასახული.


Ant-Man and the Wasp

Marvel-ის კიდევ ერთ სუპერგმირზე ანთ-მენზე გამოვა მეირე ეპიზოდი, რომლის მსოფლიო პრემიერა მომავალი წლის 29 ივნისს არის დაგეგმილი. ფილმის პირველი ნაწილი პოლ რუდისა და მაიკლ დუგლასის მონაწილეობით 2015 წელს გამოვიდა, ანთ-მენი გამოჩნდა შურისმაძიებლების მეორე ეპიზოდშიც.

Deadpool2

Marvel ყველასთვის საყვარელ Deadpool-ზეც შემოგვთავაზებს ფილმის მეორე ნაწილს 2018 წელს. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2018 წლის პირველ იანვარს არის ჩანიშნული.

Black panther

Marvel ახალი სუპერგმირის შესახებაც შემოგვთავაზებს ფილმს, შავი პანტყერა გასულ წელს შურისმაძიებლების მეორე ნაწილში გამოჩნდა, შავი პანტერა ვაკანდას პრინცი, რომელსაც შურისმაძიებლების მეორე ნაწილში მამამისის მკვლელობის გამო ზამთრის ჯარისკაცზე სურდა შურისძიება, ფილმის მსოფლიო პრემიერა 2018 წლის 16 თებერვალსაა დაგეგმილი.


Pacific Rim: Uprising

მომავალ წელს ასევე დაბრუნდებიან წყნარი ოკეანის ტიტანებიც, თუმცა ფილმში მთავარ როლს ამჯერად სკოტ ისტვუდი შეასრულებს ნაცვლად ჩარლი ჰანამისა. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2018 წლის 23 თებერვალსაა დაგეგმილი.

Tomb Raider

ალბათ ყველამ კარგად ვიცით ლარა კროფტის ისტორიები, რომლის როლსაც ორ ეპიზოდში ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი ასრულებს. მომავალ წელს ლარა კროფტის ისტორიის ახალი კინოეკრანიზაცია შედგება, მთავარ როლს კი ოსკაროსანი მსახიობი ალისია ვიკანდერი შეასრულებს. ფილმის მსოფლიო პრემიერა 18 მარტს არის დაგეგმილი.

Jurassic World: Fallen Kingdom

იურიული პერიოდის პარკის მეორე ნაწილის ეკრანიზაცია მომავალ წელს შედგება, პირველი ნაწილის პრემიერა 2015 წელს შედგა. მომავალ წელს ბრის დალას ჰოვარდი და კრის პრატი ახალი ისტორიით დაგვიბრუნდებიან. ფილმის მსოფლიოპრემიერა 22 ივნისს არის დაგეგმილი.

Fantastic Beasts and Where to Find Them 2

კჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი - ჯადოქრები ახალი ისტორიით მომავლ წელს კინოეკრანებზე გამოჩნდებიან. ოსკაროსან ედი რედმეინთან ერთად ფილმის მეორე ნაწილში ჯონი დეპიც გამოჩნდება. ახალი ეპიზოდის მსოფლიო კინოეკრანიზაცია 2018 წლის 16 ნოემბერს არის დაგეგმილი.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის