სპორტი
ინიესტამ ჭორები საბოლოოდ მოსპო:

ინიესტამ ჭორები საბოლოოდ მოსპო: "კარიერის დასრულება ბარსელონაში მინდა"

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ მისი მომავლის განხილვა ჯერ კიდევ ადრეა. ესპანელ ჰავბეკს კატალონიელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება. "ყოველთვის ვამბობდი, რომ კარიერას "ბარსელონაში" სიხარულით დავასრულებდი", - ციტირებს ინიესტას სიტყვებს Marca. "ამ კლუბში 12 წლიდან ვიმყოფები. თადარიგში გარკვეული დრო მაქვს და უმაღლეს დონეზე თამაში შემიძლია". "ჯერ კიდევ ადრეა მომავალზე საუბარი, მაგრამ "ბარსელონა" ის გუნდია, სადაც დარჩენა ძალიან დიდხანს მსურს", - დასძინა 33 წლის ნახევარმცველმა. არადა, აქამდე, ანდრესი იძახდა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრების" რიგებში საკუთარ მომავალზე კარგად უნდა დაფიქრებულიყო. მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ ორი თვის წინ დაიწერა კატალონიელთა კაპიტნისადმი "იუვენტუსის" ინტერესზე.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის