მსოფლიო
თეთრი სახლი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას მხარს უჭერს

თეთრი სახლი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას მხარს უჭერს

თეთრი სახლი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ კონგრესის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს უჭერს. ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაციის საკანონმდებლო საქმიანობის საკითხებში დირექტორი მარკ შორტი ავრცელებს.

„ადმინისტრაცია რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე კანონპროექტს მხარს უჭერს ", - განაცხადა შორტმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტს ამჟამინდელი ფორმით მხარს დაუჭენ როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატები.

თავის მხრივ, თეთრი სახლის წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ სანქციების საკითხი ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის დროს რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებმაც განიხილეს. თუმცა, სანდერსის თქმით, მისთვის უცნობია, შეიცვალა თუ არა დონალდ ტრამპმა აღნიშნული შეხვედრის შემდეგ სანქციების შესახებ საკუთარი პოზიცია.

შეგახსენებთ, ამერიკელმა სენატორებმა ოთხშაბათს, 14 ივნისს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილებას მხარი 97-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი - 2 იყო.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის