მსოფლიო
საუდის არაბეთში ექვსი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

საუდის არაბეთში ექვსი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

საუდის არაბეთში მკვლელობისა და ნარკოდანაშაულისთვის ეჭვმიტანილი 6 პირი სიკვდილით დასაჯეს.


ამის შესახებ ინდეფენდენთი იტყობინება.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პაკისტანის მოქალაქე ნარკოტრაფიკის, საუდის არაბეთის 5 მოქალაქე კი მკვლელობისთვის დაისაჯნენ.

მკვლელობის, ყაჩაღობის, გაუპატიურებისა და ნარკოტრაფიკისთვის სიკვდილის დასჯის კუთხით, საუდის არაბეთი ერთერთი მოწინავე ქვეყანაა.

2014 წელს საუდის არაბეთში რეკორდული, 158 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. გასულ წელს კი ამ რიცხვმა 153-ს შეადგინა.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის