საზოგადოება
„იზვესტიას დაუბეჭდავს ცნობა სათაურით „დავით ყიფიანი ეჭვმიტანილია რეკეტში

„იზვესტიას დაუბეჭდავს ცნობა სათაურით „დავით ყიფიანი ეჭვმიტანილია რეკეტში

დღევანდელი საკვირაო მოგონების მთავარი გმირი გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი იქნება. ამ მოთამაშეს მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. დავით ყიფიანი ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებული მოვლენა გახლდათ. მასზე ბევრი დაიწერა და მომავალშიც არაერთხელ გაიხსენებენ. ის იმ დროის მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავი გახლდათ. სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ნაკლებად წყალობდნენ, რადგან იმ გუნდში გამოკვეთილი ინდივიდუალისტების ადგილი ძნელად მოიძებნებოდა. არადა ქვემოთ მოყვანილი ვიტატებიდანაც კარგად ჩანს რომ ყიფიანი იმ თაობის ერთ-ერთი გამორჩეული, მსოფლიო დონის მოთამაშე გახლდათ.„დინამომ" მაყურებელს ვირტუოზული ნომრები უჩვენა. ყიფიანი შეუდარებელია". „ქართული გვარები ძნელი წარმოსათქმელია, მაგრამ ყიფიანი ყველას დაგვამახსოვრდა - ასეთი მოთამაშის დავიწყება შეუძლებელია". „თბილისელთა დიდი რეჟისორი მოედნის ბატონ-პატრონად მოგვევლინა. დღეს ევროპაში ასეთი მასშტაბის ოთხი-ხუთი ფეხბურთელი თუ მოიძებნება".დღევანდელ წერილ-მოგონებაში ტრადიციულად დავით ყიფიანის ადრინდელი ინტერვიუებიდან საინტერესო ფაქტები ამოვკრიბე.„დინამოს" დუბლშემადგენლობამდე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ვთამაშობდი. 1968 წელს ჩვენმა გუნდმა სოჭში „იმედის" თასი მოიგო, ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავდა... ფინალის შემდეგ საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებს ვეთამაშეთ და 2:1 გავიმარჯვეთ. იმ მატჩის მერე... ვრცლად
წყარო: for.ge
გუშინ კვირის თვის