სპორტი
ლევან კობიაშვილი ინგლისის ჩემპიონობაზე და დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე

ლევან კობიაშვილი ინგლისის ჩემპიონობაზე და დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე

დასრულდა 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში 2 ივლისიდან იმართებოდა. ფინალში ერთმანეთს პორტუგალია და ინგლისი შეხვდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, ბრიტანელთა გამარჯვებით, 1:2 დასრულდა. ტურნირის დასრულების შემდეგ, ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და ჩემპიონატი შეაფასა. "პირველ რიგში, ვულოცავ ინგლისის ნაკრებს ამ დიდ გამარჯვებას. მათ ეს ტურნირი დამსახურებულად მოიგეს.  ვულოცავ ჩვენს ქვეყანასაც, რადგან ტურნირმა წარმატებით ჩაიარა. რაც შეეხება ფინალის გორში ჩატარებას, ვფიქრობ, პირველი თამაშიდან გამომდინარე ამ ქალაქმა დაიმსახურა, რომ ფინალისთვის ემასპინძლა", - აცხადებს კობიაშვილი.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის