პოლიტიკა
მშვენიერაძე: სასამართლოში სიტუაცია იმაზე უარესია, ვიდრე წინა თუ იმის წინა ხელისუფლების დროს

მშვენიერაძე: სასამართლოში სიტუაცია იმაზე უარესია, ვიდრე წინა თუ იმის წინა ხელისუფლების დროს

"სასამართლოში არსებული სავალალო სიტუაცია, რომელიც მე ვფიქრობ, იმაზე გაცილებით უარესი და მძიმეა ვიდრე ეს იყო წინა თუ იმის წინა ხელისუფლების პირობებში, ნამდვილად შემაშფოთებეულია",-ამის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე აცხადებს.

"უბედურბა ის არის, რომ ხელისუფლებას არანაირი ნება და რესურსი აღარ დარჩა, რომ ეს რეალური ცვლილებები მოუტანოს მართლმსაჯულების სისტემას, აქ როცა ვსაუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩვენი საუბარი არ არის ზედაპირული, კონკრეტულ საკითხებს ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომელიც გადაჭრას საჭიროებს, მაგრამ ამის სანაცვლოდ ჩვენ ვიღებთ ოდიოზური პირების დაწინაურებას სასამართლო სისტემაში, რომელიც მანამდეც, წინა ხელისუფლების დროსაც იყვნენ მოაზრებულნი როგორც მოსამართლეთა კონტროლის ერთგვარი მექნიზმი",-განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის