სპორტი
კრასნოდარმა ოქრიაშვილის გარეშე მოიგო

კრასნოდარმა ოქრიაშვილის გარეშე მოიგო

16 ივლისს, რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" სტუმრად "რუბინს" დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 1:2 დაამარცხა. აქვე გეტყვით, რომ ჩვენებურის გუნდის მხრიდან ორივე გოლი ლაბორდემ გაიტანა. კვლავ ვერ ახერხებს თამაშს რუსული გუნდის ქართველი ლეგიონერი. ოქრიაშვილი სარეაბილიტაციო კურსს გადის და მოედანს სავარაუდოდ, აგვისტოში დაუბრუნდება. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ "კრასნოდარი" შემდეგი ტურის მატჩს 22 ივლისს, "ტოსნოს" წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის