სპორტი
ხურციძემ ტორპედო ოჯახური პრობლემების გამო დატოვა

ხურციძემ ტორპედო ოჯახური პრობლემების გამო დატოვა

24 წლის ნახევარმცველმა დავით ხურციძემ რომელიც, თვენახევრის წინ ჩაირიცხა "ტორპედოში“, ოჯახური მდგომარეობის გამო, კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერას რუსეთში გააგრძელებს. ამ ქვეყნის პირველობის პროფესიული საფეხბურთო ლიგის, მე-2 დივიზიონის ზონა “ცენტრის“ ბინადარ მოსკოვის “არარატში“ ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახური ავრცელებს. ეს გუნდი წელს, მოსკოვის სომხური ახალგაზრდობის ასოციაციის მიერ დაარსდა და 2017-18 წლების სეზონში მე-2 დივიზიონში თამაშის ლიცენზია მიიღო. "არარატის“ წევრია დავით ხურციძის მსგავსად რუსეთის მოქალაქე და მოსკოვში მცხოვრები 27 წლის ირაკლი კვეკვესკირიც, რომელიც თავის დროზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გახლდათ.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის