სპორტი
ბეგლარიშვილის მორიგი წარმატება ესტონეთში

ბეგლარიშვილის მორიგი წარმატება ესტონეთში

"ფლორას" ქართველმა ლეგიონერმა, ზაქარია ბეგლარიშვილმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია. 27 წლის ნახევარმცველი ესტონეთის ჩემპიონატის 18 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ბეგლარიშვილის სტატისტიკა საუცხოოა - 10 გოლი და 12 საგოლე გადაცემა. ჩვენებურს აღნიშნული ჯილდო ესტონური ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენელმა, მარეკ ლემსაუმ გადასცა. აღსანიშნავია, რომ პრიზი ზაქარიამ "ლევადიასთან" მატჩის დაწყებამდე მიიღო და გოლის გატანა აღნიშნულ მეტოქესთანაც მოახერხა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის