მსოფლიო
თურქეთში, ყველა მობილურ ტელეფონში ერდოღანი ალაპარაკდა (ვიდეო)

თურქეთში, ყველა მობილურ ტელეფონში ერდოღანი ალაპარაკდა (ვიდეო)

15 ივლისს, თურქეთში სამხედრო ამბოხებიდან ერთი წლის თავზე, მობილური ტელეფონის თურქი მომხმარებლები უჩვეულო ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ.
თურქეთში ფიჭური კავშირის ყველა ქსელის ყველა აბონენტს, სხვა ნომერზე დარეკვისას, აკრეფილ ნომერზე ზარის გასვლამდე, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიერ წარმოთქმული ტექსტის მოსმენა უწევდა.
,,მე როგორც პრეზიდენტი, გილოცავთ დემოკრატიისა და ეროვნული ერთოანობის დღეს 15 ივლისს. ბრძოლაში დაცემულ გმირების სულს სასუფეველში დამკვიდრებას და მებრძოლებს ჯანმრთელობას და სიკეთეს ვუსურვებ,, აცხადებდა ერდოღანი.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის