სპორტი
როჯერ ფედერერი უიმბლდონის რეკორდსმენი გახდა

როჯერ ფედერერი უიმბლდონის რეკორდსმენი გახდა

უიმბლდონის 2017 წლის გათამაშების გამარჯვებული როჯერ ფედერერი გახდა. 35 წლის ჩოგბურთელმა ხორვატი მარინ ჩილიჩი 3 სეტში 6:3, 6:1, 6:4 დაამარცხა. ეს ფედერერისთვის რიგით მე-8 უიმბლდონის ტიტული იყო და ის რეკორდსმენი გახდა. აქამდე 7-7 გამარჯვება ფედერერს, პიტერ სამპრასსა და უილიამ რენშოუს ჰქონდათ. შვეიცარელმა ჩოგბურთელმა უიმბლდონი 2003, 2004, 2005, 2006, 2007, 2009, 2012 და 2017 წლებში მოიგო. უიმბლდონის რეკორდსმენები 1. როჯერ ფედერერი - 8 2. პიტერ სამპრასი - 7 3. უილიამ რენშოუ - 7 4. ლოურენს დოჰერტი - 5 5. ბიერნ ბორგი - 5 ასევე, ფედერერი გრანდ სლემის ტურნირების რეკორდსმენიც არის. საერთო ჯამში მას US OPEN, ავსტრალიის ღია პირველობა, როლან გაროსი და უიმბლდონი 19-ჯერ აქვს მოგებული. მეორე პოზიცია რაფაელ ნადალს უკავია, მას საერთო ჯამში 15 გრანდ სლემის ტიტული აქვს. იხილეთ გუშინდელი მატჩის მოკლე მიმოხილვა ასევე, 2017 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ფედერერმა ფინალში ნადალი დაამარცხა ბუფონის ყოფილი მეუღლე - ულამაზესი ალენა სერედოვა
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის