სპორტი
ლეგიონი: ლიპარტიას დებიუტი ანჟიში

ლეგიონი: ლიპარტიას დებიუტი ანჟიში

15 ივლისს, რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. ჯაბა ლიპარტიას "ანჟი" საკუთარ მოედანზე "ცსკა"-ს დაუპირისპირდა და ანგარიშით, 1:3 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში ჩვენებურის დებიუტი შედგა. 29 წლის ფეხბურთელმა სასტარტოში დაიწყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. როგორც იცით, ლიპარტია "ანჟიში" მიმდინარე ზაფხულში, "ზორიადან" გადავიდა. დაღესტნური გუნდი შემდეგი ტურის მატჩს 21 ივლისს, "ამკარის" წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის