პოლიტიკა
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში, კახაბრის დასახლებაში სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს


ბათუმში, კახაბრის დასახლებაში სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 8 ქუჩის სანიაღვრე არხის მოწყობა. სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მისამართებზე: ბათუმგორის ქუჩა, ზედაღელის ქუჩა #2, #14, ზედაღლის მეორე შესახვევი, ურეხის დასხალება #25-დან # 56-ის ჩათვლით, თოდოგაურის ქუჩა #29-დან #82-ის ჩათვლით. სამუშაოები ასევე განხორციელდება მდინარე მეჯინისწყლის დასახლებაში. კახაბრის დასახლებაში სანიაღვრე არხის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყო და დეკემბრის თვეში დასრულდება.
პროექტის ღირებულება 1 მილინ 541 ათასი ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს ,,არნაბი“ ასრულებს.




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის