პოლიტიკა
გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებას

გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებას


ისარგებლებს თუ არა პრეზიდენტი კანონით მინიჭებული უფლებით და იქნება თუ არა ერთდროულად ორი ვეტო.

გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილმა 21 ივლისამდე უნდა მიიღოს. საუბარია არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციუ პარტიების მოთხოვნაზე ისინი პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებას სთხოვენ როგორც საარჩევნო კოდექსში,ასევე თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ რომ საბოლოო გადაწყვეტილებას გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ ძალებთანდა არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

,,როგორც ყოველთვის, პრეზიდენტი ატარებს კონსულტაციებს სხვადასხვა ჯგუფთან. უკვე შევხვდით არასამთავრობო სექტორ, ახლა გვაქვს შეხვედრა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, რომ გავიგოთ მათი პოზიცია. ორივე ცვლილებაში არის დასაფიქრებელი საკითხები, პრეზიდენტი ამ საკითხებს ძალიან ყურადღებით ეკიდება. ჩავატარებთ კონსულტაციებს და პრეზიდენტი შესაბამის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის